სასარგებლო რჩევები

ბინის იაფი რემონტი

ბინის იაფი რემონტი

ბინის ბევრი მეპატრონე, ძირითადად, ახალბედაა და ცდილობს ბინის რემონტი იაფად და ამავე დროს ხარისხიანად გააკეთოს.
 ამ დროს ძირითადი სურათი ასეთია: მეპატრონე ნახულობს შედარებით იაფ მუშახელს, ხელოსნებთან მოთათბირების შემდეგ ყიდულობს იაფფასიან სამშენებლო მასალებს, რა თქმა უნდა, მათი დახმარებით და რეკომენდაციით, შემდეგ კი ერთად გეგმავენ სამუშაოების განრიგს და მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს. ქვის, ლურსმნის ან თაბაშირმუყაოს ნაჭრის დახმარებით (ცარცს ატარებს შედარებით მოწესრიგებული ხელოსანი) ერთობლივად ხატავენ კედლებზე როზეტებს, ჩამრთველებს და სხვა საჭირო დეტალებს. დასაწყისში ყოველი ღონისძიება და მოქმედება ერთმანეთთან შეხმატკბილებით ხდება, ისე, რომ მტერსაც კი შეშურდება. აი, როგორც კი ხელოსანი თანხის პირველ ნაწილს მოიხელთებს, ანუ ბინის მეპატრონე წინასწარ გადაუხდის გასამრჯელოს ნაწილს, სურათი რადიკალურად იცვლება (ხშირ შემთხვევაში). ნელ-ნელა იჩენს თავს დაძაბულობა მხარეებს შორის, დისციპლინა უმართავი ხდება და ა. შ. ბევრი სხვა მაგალითების და თანმხლები პირობების ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. არც ეს სტატია იქნება საკმარისი უმრავლესობისთვის, რადგან საშუალო სტატისტიკური ადამიანი მხოლოდ საკუთარი შეცდომების შემდეგ იჯერებს. ასე რომ, ჩვენ ჩვენი ვთქვით, არჩევანი კი თქვენზეა...

  პრაქტიკა აჩვენებს, რომ სარემონტო სამუშაოები იაფი ჯდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რემონტს საქმის მცოდნე სპეციალისტები აკეთებენ, სწორ დელიგირებას ახდენენ  და ხარისხიან მასალებს ყიდულობენ. რა თქმა უნდა, არსებობს სამუშაოების ისეთი სეგმენტი, სადაც მასალის შესყიდვა შეიძლება ბიუჯეტურ ფასად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ძალიან სარისკოა.

  აი, ზოგიერთი მაგალითი:

  • ჰიდროიზოლაციის უხარისხოდ ან საერთოდ არ გაკეთება;
  • იაფიანი ჰიდდროსაიზოლაციო ხსნარი ვერ შეაჩერებს ბეტონში წყლის და ნესტის შეღწევას;
  • ჭერზე უხარისხო გრუნტის გამოყენების შემდეგ ბევრი საღებავი იხარჯება იდეალური შედეგის მისაღწევად;
  • ხარისხიანი საღებავი ბევრად ნაკლები იხარჯება, ვიდრე იაფფასიანი;
  • თბილ იატაკზე აკრძალულია უბრალო წებოცემენტის გამოყენება, რომელიც პლასტიფიკატორის გარეშეა.
  • და სხვა მრავალი. ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს...

ყველა სტატიები გავრცელებული შეცდომები