სასარგებლო რჩევები

კარგად დაუგეგმავი ელექტროსამონტაჟო სამუშაოები

კარგად დაუგეგმავი ელექტროსამონტაჟო სამუშაოები

 ამ სფეროში მთავარ და მნიშვნელოვან შეცდომად ითვლება შესაბამისი ელექტროობის ნახაზების უქონლობა. ელექტროსადენების დაქსელვის წინ აუცილებელია იქონიოთ შემდეგი ნახაზები:
  დაგეგმარება (ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა), ელექტროჩამრთველების და ელექტროროზეტების ზუსტი განლაგება, სანათი საშუალებების (ჭერი და კედელი) ზუსტი განლაგება. მომავალ ბინაში კომფორტული ცხოვრებისთვის ეს აუცილებელი პირობაა.

   ამისათვის აუცილებელია, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე იქონიოთ ნახაზები ელექტროსამონტაჟო სამუშაოებისთვის. რა თქმა უნდა, ასეთი ელექტროობის ნახაზი მუშავდება არსებული ობიექტის გეგმარების საფუძველზე, ანუ ელექტროობის ნახაზი წარმოადგენს ნახაზთა კომპლექსის ერთ რგოლს. ზოგადად, ნახაზთა კომპლექსი აუცილებელი პირობაა რემონტის წინ და თითქმის ჩვენი სტატიების უმრავლესობა ამას ამტკიცებს. გვერწმუნეთ, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წინ, როდესაც ნახაზების (გეგმის) ნაცვლად კედლებზე ცარცით (ხშირად ცარციც ფუფუნებაა) იხატება ჩამრთველების და როზეტების ადგილები, საქმისადმი ასეთი მიდგომა უმეტესად არ ამართლებს.  უფრო მეტიც, იწვევს ზედმეტ ხარჯებს, რადგან ხშირად სჭირდება გადაკეთება.

 მშენებარე სახლებში ელექტროსადენების დაქსელვის ორი ხერხი არსებობს. ერთი იატაკში და მეორე - ჭერში დაქსელვა. ორივე მისაღებია, მაგრამ ჭერის შემთხვევაში, უფრო დაზღვეულნი ვიქნებით. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნესტიან პირობებში შესაძლოა გოფრირებულ მილებში კონდენსატის წყალი ნელ-ნელა დაგროვდეს. მაგრამ ასეც რომ არ იყოს, უმჯობესია ჭერი გამოვიყენოთ დასაქსელად, რადგან საჭიროების შემთხვევაში, ავარიული ჩარევა უფრო ნაკლები ზარალის მომტანი იქნება.

  აქვე, კიდევ ერთ აუცილებელ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას. არსებობს სპეციალური სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ნორმებს და შეზღუდვებს აწესებენ. ათეულობით (ასეულობითაც მგონი) წლების მანძილზე, ეს წესები და ნორმები გამოცდილმა და პროფესიონალმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს. მათგან ერთ-ერთი მთავარია - არ დავმალოთ გამანაწილებელი კოლოფები ჭერში (ან სადმე მიუწვდომელ ადგილას). მათთან მუდმივი, სწრაფი წვდომა უნდა იყოს შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ესთეტური თვალსაზრისით, ეს ვარიანტი უფრო მომგებიანია, მაგრამ პრაკტიკულად - არასრულყოფილია. მაგალითისთვის გავიხსენებთ ერთ შემთხვევას, როდესაც ჭერში განთავსებული გამანაწილებელი კოლოფების გამო, მახინჯაურში, „გრინ ლაინის" კომპლექსის ახალმა მენეჯმენტმა თორმეტი ბინის არასრულყოფილად დამონტაჟებული (გაქცეული უკრაინული გუნდის მიერ) ელექტროსადენების ქსელის დემონტაჟი მოგვთხოვა და თავიდან დაქსელვა მოგვიწია.
ამ სფეროში ერთ საინტერესო თემას გვინდა შევეხოთ. ეს არის პულსის რელე, საქართველოში მას (ვისაც ესმის) პულსის ავტომატი ჰქვია. ჩვენ დეტალურად არ გეტყვით ამ მოწყობილობის მუშაობის პრინციპის შესახებ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გამჭოლი (საპირისპირო) კონცენტრატორები გახდა ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების წინაპირობა. მაგრამ რამდენიმე ქართველმა ელექტრიკოსმა იცის, რომ ეს სისტემა შეზღუდულია, თავისებურად. მაგალითად, გამჭოლი კონცენტრატორების დახმარებით, ერთი სინათლის წყაროს ჩართვა მაქსიმუმ სამი ადგილიდან შეიძლება. ამის შესახებ ყველა ელექტრიკოსმა იცის. და, აქ, პულსის რელეს დახმარებით, ერთი ნათურის ჩართვა შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა ადგილიდან და ბევრი ადგილობრივი მოყვარული ამას ვერ აცნობიერებს. ბევრმა დიზაინერმა არ იცის ელექტრო ინსტალაციის ეს მეთოდი, ამიტომ ხშირად ელექტრული პროექტის შედგენისას ისინი შეზღუდულია გამჭოლი კონცენტრატორების დანადგარების რაოდენობით, მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. სხვათა შორის, ელექტრო მაღაზიების ბევრმა გამყიდველმა არ იცის მათ შესახებ და ვინც იცის, არ იყიდება გასაყიდად მათზე მოთხოვნის არარსებობის გამო.

ჩვენ ეს საკითხი მოკლედ განვიხილეთ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში



ყველა სტატიები გავრცელებული შეცდომები