სამუშაოების არათანმიმდევრულობა
სარემონტო სამუშაოების თანამიმდევრობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი დარღვევა ან არარსებობა კი სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
ხშირად ეს მიმდევრობა ინდივიდუალურია, კონკრეტული შემთხვევებისთვის. ყველა შეცდომას არ განვიხილავთ, რადგან მკითხველი მაინც ვერ გაიგებს საფუძვლიანი ახსნის გარეშე. ამ დარგის სამუშაოების თანმიმდევრობაზეა დამოკიდებული სამუშაოებების მიმდინარეობის ტექნოლოგიური პროცესის პრინციპი და შესაბამისად, მათი ხარისხი. მაგალითად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ელექტროსადენების დაქსელვამდე არ შეიძლება აბაზანაში კაფელ-მეტლახის დაგება, ან სამღებრო პროცესის დაწყება ნიადაგის დაგრუნტვის გარეშე და ა.შ. ასევე, განლაგების გეგმის საბოლოო დაზუსტებამდე მიზანშეწონილი არ არის მოსაპირკეთებელი მასალების შესყიდვა, რადგან დაუგეგმავ პროცესს ბევრი ნაჩქარევი შეცდომა მოჰყვება რემონტის მსვლელობისას, რომლის გამოსწორებაც ზედმეტ ხარჯებსა და მასალის რაოდენობის მატებასთან არის დაკავშირებული.
ამჟამად მხოლოდ ერთი ძალიან გავრცელებული შეცდომის შესახებ მოგიყვებით, რომელსაც ხშირად უშვებენ ახალმშენებარე კორპუსებში.
ჩვენთან კონდიციონერის მონტაჟი მიღებულია რემონტის დასასრულს. ბევრს ექნება გამოცდილი ის დისკომფორტი, რაც საქმისადმი ასეთ მიდგომას მოაქვს. წესით, კონდიციონერის მონტაჟი სპეციალისტთან რემონტის დაწყების დროს თანხმდება. ამისთვის აუცილებელია, შეირჩეს სადრენაჟე მილების ადგილი და დაიგეგმოს სამონტაჟო სამუშაოები, ისინი უნდა დაიმალოს კედლებში (ან იატაკში). ხშირ შემთხვევაში, საჭირო ხდება კონდიციონერის სპილენძის მილების წინასწარ მონტაჟი და დამატება, რათა თავიდან ავიცილოთ უკვე გაკეთებული რემონტის გაფუჭება და შემდეგ გადაკეთება.