სასარგებლო რჩევები

აივნის იატაკის სიმაღლე

აივნის იატაკის სიმაღლე

ხშირად გვხდება ასეთი სურათი: აივნის იატაკის სიმაღლე საცხოვრებელი იატაკის სიმაღლეზე უფრო მაღალია.
  ეს არ უნდა დავუშვათ და რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იზრუნოს მენარდემ (ხელოსანი, გუნდი თუ კომპანია იქნება). ზოგჯერ ისეთი სურათიც კი გვხდება, როდესაც თვითონ აივნის კარი ძალიან დაბალზეა დამონტაჟებული. კარის ქვედა ნაწილსა და ბეტონის საფარს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული მანძილი. ასეთ შემთხვევაში, შეცდომა მშენებელს ეკისრება, მენარდემ კი არ უნდა დაიწყოს სამუშაოები, ვიდრე ამ შეცდომას არ გამოასწორებენ.
  ზოგჯერ ხელოსნები უყურადღებობის გამო მაღალზე ჭიმავენ აივნის იატაკს, რაც ასევე დაუშვებელია. აივნის იატაკის სიმაღლის მომატება იწვევს მეტალოპლასტმასის (ან ალუმინის) კარის ქვედა პროფილის მეტლახით დაფარვას. ასეთ შემთხვევაში, კარის პროფილის სადრენაჟე ნახვრეტები იმალება და წვიმის დროს წყალი შიგ ოთახში შემოდის. ახალი ნახვრეტების დამატება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან შეიძლება საქმე უფრო მეტად გაფუჭდეს. საერთოდ, ძალიან იშვიათია, როდესაც მშენებლის მიერ ჩასმული კარ-ფანჯარა უმკლავდება წყლის გარედან შემოსვლას ქარიშხლის დროს (გამონაკლისია Salamander-ის მიერ წარმოებული პროდუქცია). ხარისხიანი საქონელი ძვირი ღირს. ამიტომ გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: ეცადეთ აივანზე შეუკვეთოთ გარე გაღების კარი, არ ინანებთ. რადგან კარს ქვედა ნაწილზე ჩამოშვებული ფრთა გააჩნია, რომელიც ასრულებს დამცავი ფარის როლს, თუ ის გარეთ რჩება, ანუ გარე გაღებისას. თუ ის შიგნით რჩება (შიდა გაღებით), წვიმის წყალი მიედინება ჩარჩოს და კარს შორის. და რა კი სარემონტო პროცესის დროს (ზოგჯერ მანამდეც) კარის ზღურბლი და რეზინები დეფორმაციას განიცდის, წყალი ადვილად აღწევს შიგნით. მაგრამ აივნებზე გარე გაღების კარის სურვილის შემთხვევაში, წინასწარ უნდა აცნობოთ მშენებელს. მთავარია გაზომეთ კარგად, რომ არაფერმა შეუშალოს ხელი გაღებას. ასევე კარგი იქნება, თუ წინასწარ გამოიკითხავთ კარ-ფანჯრის პროფილის სიფართეს (არანაკლებ 60-70 მმ) და მყარი არმირების სისქეს (არანაკლებ 1,5-2,0 მმ).

2023-11-12 22:22 ყველა სტატიები გავრცელებული შეცდომები