სასარგებლო რჩევები

აივნების ჰიდროიზოლირების წესები

აივნების ჰიდროიზოლირების წესები

ამჟამად განვიხილავთ ახალმშენებარე კორპუსებში აივნების ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს და მათი ჩატარების აუცილებლობის მიზეზებს. ხშირ შემთხვევაში, ეს "შავი კარკასის" სტატუსის მქონე კორპუსებია, რადგან "თეთრ კარკასში" იგულისხმება უკვე მეტლახით მოპირკეთებული აივნები (არსებობს გამონაკლისიც).
  მესაკუთრეების უმრავლესობა დაგვეთანხმება, რომ ამ საკითხს ისე მწვავედ არავინ არ აყენებს, როგორც ეს რეალობას შეეფერება. მეტსაც გეტყვით, აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც კი იცის აივნების ჰიდროიზოლაციის აუცილებლობის შესახებ.
  სანამ დეტალებს და შესრულების ტექნიკას განვიხილავთ, აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ შეძენილი მასალების ხარისხის მნიშვნელობა. ნამდვილად არ გვინდა ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული დისბალანსი შევიტანოთ, მაგრამ ჩვენი ხანგრძლივი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვყავს საქმიანი პარტნიორები, ვისთანაც ვთანამშრომლობთ მრავალი წელია და ვენდობით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მასალები უვარგისია, უბრალოდ ჩვენ არ გვეყო იმდენი დრო, რომ ყველა დაგვეტესტა. თან დროდადრო ბევრ მწარმოებელს შემოაქვს საკუთარი ნაწარმი საქართველოში, უბრალო მომხმარებლისთვის კი ძნელია ხარისხის გარჩევა.

ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებისას ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი ორი ბრენდის -„იზომატი“ (Isomat) და „ბასფი“ (Basf) - მასალებს ვიყენებთ.
  არსებობს მრავალი სახეობის ერთკომპონენტიანი და ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო მასალები, ასევე - მრავალი დანიშნულების. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დანიშნულებისამებრ მათი მოხმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
რატომ არის აუცილებელი აივნების ჰიდროიზოლირება?

  ჰიდროსაიზოლაციო საფარი ან მემბრანა იცავს ბეტონის მონოლითურ შრეს წყლის და შესაბამისად, მრავალი სახის დაზიანებებისგან, მაგალითად, კოროზიისაგან და ა. შ. გამოდის, რომ არასწორად გაკეთებული ჰიდროიზოლაციის დროს ჩვენი იატაკის ქვეშ მიმდინარეობს ცუდი და დამაზიანებელი პროცესები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ და არავინ იცის, როდის იქონიებს მთელ კორპუსისთვის სავალალო შედეგს.

დღეისთვის აივნების ჰიდროიზოლაციასთან დაკავშირებით, არსებობს სამი რეალობა:

  1. გრამატიკულად გაკეთებული ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, მეტლახით მოპირკეთების წინ;
  2. შეცდომით ან უმეცრად გაკეთებული აივნის ჰიდროიზოლაცია;
  3. აივნის მეტლახით მოპირკეთება ჰიდროიზოლაციის გარეშე.

მოკლედ განვიხილოთ სამივე ვარიანტი.

1. სწორად გაკეთებული აივნის გიდროიზოლაცია.

  პირველ რიგში ეს არის სწორად გაკეთებული მასალის არჩევანი. შემდეგი ეტაპი წარმოადგენს ნიადაგის სწორად მომზადებას. ამ წინარე სამუშაოს გარეშე არ აქვს მნიშვნელობა არც მასალის ხარისხს, არც სწორად ჩატარებულ სამუშაოებს. ნიადაგი უნდა გასუფთავდეს ნებისმიერი წვრილი ნაგვისა და მტვრისგან და ზედაპირი უნდა გახდეს სწორი. ადჰეზიისთვის, მერე უნდა დამუშავდეს ღრმად შეღწევადი გრუნტით ანუ პრაიმერით. შემდეგ მუშავდება კუთხეები სპეციალური კუთხოვანი ლენტებით და ჰიდროსაიზოლაციო ხსნარით, სრული პერიმეტრით. ეს აუცილებელია აივნის ზონის სრული ჰერმეტიზაციისა და საცხოვრებელი ზონისაგან გასამიჯნად, რომ კუთხეებიდან არ მოხდეს წყალის გაჟონვა ცუდ შემთხვევაში. ჰიდროიზოლაციის საფარი იატაკიდან კედელზე უნდა ადიოდეს 5-დან 10 სანტიმეტრამდე, იმის გათვალისწინებით, რომ დაგუბებულმა წყალმაც კი ვერ შეძლოს უსაფრთხო შრის გარღვევა. კუთხოვანი ლენტით დამუშავების შემდეგ გადავდივართ იატაკის საფარზე.

  უმეტეს წილად, იატაკის სივრცის დამუშავება ხდება ორ ფენად - სამღებრო ჯაგრისით, „მაკლავიცით“, ღილვაკით ან შპატელით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეორე ფენა წავუსვათ პირველის პერპენდიკულარულად (ჯვარედინათ). ამ პირობას ბევრი "ხელოსანი" არ მიიჩნევს აუცილებლობად, რადგან ბოლომდე ვერ აცნობიერებს ამ სეგმენტის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას.

2. შეცდომით ან უმეცრად გაკეთებული აივნის ჰიდროიზოლაცია.

  წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ეს არის არასწორად შერჩეული მასალა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ იატაკის ჰიდროსაიზოლაციო ხსნარით დაფარვისას ნემსის ზომის დაუფარავმა ნასვრეტმა შეიძლება ხაზი გადაუსვას საგულდაგულოდ გაკეთებულ ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს. ამ დროს გაჟონილი წყალი წარმოქმნის დიდ წნევას ზუსტად იმ პატარა ნასვრეტზე და წყალი დიდი წნევით იწყებს ჟონვას. ყველას არ ეხება, მაგრამ მშენებლების უმეტესობა დაინტერესებულია, გამოიყენოს იაფფასიანი მასალა, ბევრი საერთოდ არ აკეთებს აივნებზე ჰიდროიზოლაციას. მაგალითად, ზოგიერთი "ხელოსანი", წებოცემენტის ნაცვლად, მეტლახის მოსაპირკეთებლად ჰიდროსაიზოლაციო ხსნარებს იყენებს. სიტყვა - "ზოგიერთი“ იმიტომ ვახსენეთ რომ ხელოსნების უმეტესობას საერთოდ არ აინტერესებს ჰიდროიზოლაცია. ეს კატეგორია ხელობას გადმოცემით „სწავლობს“ მამა-პაპისგან, ან მეზობლისგან „გაქცეულზე“. ბევრი მათგანი კი, დამკვეთის გულის მოსაგებად ( და მაღაზიიდან ბონუსის მისაღებად), იაფფასიან ხსნარებს ხმარობს. რეალობა კი ასეთია - იაფიანი ჰიდროსაიზოლაციო ხსნარები მალე ფუჭდება და აზიანებს მთელ ბეტონის საფარს. მაგრამ ეს ყოველივე არ ჩანს იატაკის ქვეშ! აი, როდესაც გამოჩნდება, მაშინ უკვე გვიანია და შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს!

3. აივნების მეტლახით მოპირკეთება ჰიდროსაიზოლაციო საფარის გარეშე.

  ჰიდროსაიზოლაციო საფარი აივნებზე საერთოდ არ არის საჭირო აბუ-დაბიში ან ყატარში, მაგრამ ჩვენთან აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკის ქვეშ დგება მთლიანად იატაკქვეშა რკინაბეტონის საფარის ბედი. ბევრს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბეტონის შრეში წყლის შეღწევას ე. წ. მეტლახის ფუგა შეაჩერებს. ჰიდროიზოლაციის გარეშე, იატაკქვეშა რკინაბეტონი დროთა განმავლობაში ეტაპობრივად ზიანდება მთელი ბინის ფართის ქვეშ. წყალი ნელ-ნელა ჟონავს აივნიდან და უფრო ღრმად, ბინის ქვეშ გროვდება. დაზიანების შედეგებს უცბად ვერ ვხედავთ და რომ გავიგებთ, ხშირად გვიანია.

ჩვენ ეს საკითხი მოკლედ განვიხილეთ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში

ყველა სტატიები სასარგებლო რჩევები